ხობის მუნიციპალიტეტში, შავღელის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა.
არსებული ინფორმაციით, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია სახლები და სავარგულები.
ამასთან, ამ დროისთვის სოფლის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ხობის მერიის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ჯგუფები. წაქცეული ხეებისგან იწმინდება გზები და ეზოები.
ჯერჯერობით, უცნობია, ზარალის ზუსტი ოდენობა.
[sexy_author_bio]