არა, კოვიდისშემდგომი, ბუნებრივი იმუნიტეტი ყოველთვის არაა აცრის შემდგომ იმუნიტეტზე უფრო ძლიერი,- ამის შესახებ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი წერს სოციალურ ქსელში.
გთავაზობთ რევაზ ბოჭორიშვილის სტატუსს ვრცლად:
“ტულუზას უნივერსიტეტში შეისწავლეს ამ ქალაქის საავადმყოფოებში მომუშავე 8758 ადამიანის პოსტ კოვიდური და კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდგომი იმუნიტეტი, კოვიდით ინფიცირებისა და რეინფიცირების მაჩვენებლებთან მიმართებაში, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის აპრილამდე. შედეგები გამოქვეყნდა 20 სექტემბერს, Journal of Infection https://www.journalofinfection.com/…/S0163…/fulltext
ამ კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდის გადატანიდან 3 თვეში კვლევაში მონაწილეთა 79,3 % ის ანტისხეულების მაჩვენებელი მინიმალურ ზღვარზე ჩამოდის.
კველევის მონაცემების საფუძველზე გამოიყო ანტისხეულების 3 ზღვარი:
➡️ ანტისხეულების ზღვარი ტოლი ან ნაკლები 141 ერთ/მლ ზე – კოვიდისგან დაცვა 12,1 % ია.
➡️ანტისხეულების ზღვარი 141 სა და 1700 ერთ/მლ ს შორის – კოვიდისგან დაცვა 90 % ია, განსაკუთრებით მძიმე ფორმებისგან.
➡️ ანტისხეულების ზღვარი 1700 ერთ/მლ ზე უფრო მაღალი- კოვიდისგან დაცვა 100% ია, ანუ ამ ჯგუფში ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
❗️ანტისხეულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა კოვიდგატანალ აცრილებში (საფრანგეთში კოვიდის გადატანის შემდგომ მხოლოდ ერთი დოზა კეთდება). ზოგს 147 000 ერთ/მლ დაუდგინდა !
‼️ აცრის მეორე დოზის გაკეთების შემდგომ, აცრიდან ერთ თვეში ყველა აცრილს აღენიშნებოდა 141 ერთ/მლ მეტი, ანუ ყველას მინიმალურ ნიშნულზე მეტი. მაშინ როდესაც, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ამ ზღვარზე მეტი კოვიდის გადატანიდან 3 თვეში კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ 79,3 % ს აღენიშნა.
დასკვნა ცალსახაა, მხოლოდ კოვიდის გადატანის ხარჯზე სანდო, დამცველი იმუნიტეტის იმედად ყოფნა საკმარისი არაა. ყველას არ ექნება ასეთი იმუნიტეტი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ყველა ვერ გადაიტანს კოვიდს ან ხანგძლივი კოვიდით გაიტანჯება. მხოლოდ აცრა, ან გადატანის შემდგომ დამატებით აცრა იცავს 90 % ით, განსაკუთრებით კოვიდის მძიმე ფორმებისგან”,- წერს რევაზ ბოჭორიშვილი.