ოზურგეთში ე.წ. ჭადრების ბაღში დაკავებულ 21 წლის გიორგი გოგოტიშვილის ოჯახის წევრები, გულშემატკივრები, მეგობრები და ადგილობრივი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შეიკრბნენ.
როგორც ცნობილია, ბახმაროში აგვისტოში დააკავეს ოზურგეთში მცხოვრები გიორგი გოგოტიშვილი. მას 17 აბი სუბოტექსი აღმოუჩინეს. ამ ფაქტს უარყოფს გოგოტიშვილის ოჯახის წევრები და აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს.
აქციაზე სიტყვით გამოვიდა გიორგის დედა ეკა ნანავა.
“მადლობა, რომ ჩვენს გვერდით დგახართ და დღესაც გამოხვედით აქციაზე. ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა ჩემს შვილთან დაკავშირებით. გიორგის ტელეფონით ვესაუბრე და გვითხრა: კარგი მე გამწირეს და დღეს ციხეში ვარ, მაგრამ სხვისი შვილების დედებს გადაეცით, რომ გაუფრთხილდნენ შვილებს და ასეთი ფაქტი არ განმეორდეს“ ,- თქვა ეკა ნანავამ.
[sexy_author_bio]