სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პარაკლისი აღევლინა, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
პარაკლისის შემდეგ კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.