ოზურგეთში ახალი სასწავლო წლის დასაწყებად მზადება ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიმდინარეობს.
„გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ელზა სიმონიშვილმა განუცხადა, რომ სწალის დაწყებამდე მთელი პედაგოგიური პერსონალი გაიტესტება.
„სწავლის დაწყებამდე იგეგმება მთელი პედაგოგიური პერსონალის წინასწარი ტესტირება. როგორც pcr, ისე ანტიგენ ტესტით. საერთო მონაცემების შეჯამებით და გაანალიზებით გადაწყდება, როგორ მოვიქცეთ ცალკეული სკოლების მიხედვით. სავარაუდოდ, სწავლა დაიწყება საკლასო ოთახებში“,_ გვითხრა სიმონიშვილმა.
[sexy_author_bio]