პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას 2 ოქტომბერს ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“მივმართავ ყველას ,ქართველებს, არაქართველებს ყველა მოქალაქეს! ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის , თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ,ღირსეულად უნდა დავხვდეთ, რუსეთზე მომუშავე კლანურ მაფიურ მართლმსაჯულებას არ უნდა გავასამართლებინოთ.
ჩვენი პრეზიდენტი ჩვენია _ ოკუპანტს ნუ მივუგდებთ საჯიჯგნად!
ამ ლაქას ვერ მოიცილებს ქვეყანა! მოვითხოვოთ, ამუშავდეს ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი,
მიეცეს მას სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება!
პრეზიდენტი სააკაშვილი ბრუნდება და მშვიდობიან გზას ვუსურვებ მას!
კიევი-თბილისი ისტორიული რეისია !
ბევრჯერ შეგვეშალა და ამ ერთხელ აღარ შეგვეშალოს ძვირფასებო!
საქართველოს სჭირდება მაშტაბური ფიგურა ამ გაჭირვების ჟამს _ სახელმწიფოს ვკარგავთ!” _ წერს ჩარკვიანი.