„გურია ნიუსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღაში სავარაუდოდ წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში ქურდები შევიდნენ.
სამტრედიის მერის წარმომადგენელი სოფელ ნოღაში ალექსი ბოცვაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ მისთვის ტაძრის შესასვლელი კარების ბოქლომის გატეხვის შესახებ არის ცნობილი.
„გუშინ დამირეკა მამაომ, მაგრამ ტაძრის გაქურდვის ამბავს ვერ დაგიდასტურებთ. მე, როგორც ვიცი ტაძარში შესასვლელი კარების ბოქლომი იყო გატეხილი“, – გვითხრა ალექსი ბოცვაძემ.
[sexy_author_bio]