ალექსანდრე წუწუნავს სახელობის ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი ალექსანდრე ლომიძე გარდაიცვალა.
მისი ნათამაშები როლებიდან მნიშვნელოვანი იყო: ჯუჯა, „შობის ჯადოსნური ღამე“, ე. ჰოფმანი, დაზმირა, „ბოშები“, ლესტანი – „ნერგი“, დუნკანი, „მაკბეტი“, კრეონი, „ანტოგონე“, ჟან ანუი, ყვარყვარე, „ყვარყვარე“, აპოლონი, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, პადრე სუანცი, „კონკისტადორი“, ანდრეი ჰინგი, სოსო, „ბუტიაობა“.
2018 წელს მას მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის რომან ლომინაძის სახელობის წოდება.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ალექსანდრე ლომიძის ოჯახს და თეატრისმოყვარე საზოგადოებას.
[sexy_author_bio]