“სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, ეს ფეიკ რაღაცა არის „ოცნების“ მიერ მოგონილი ზღაპარი”, – კომენტირებისას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ.
„ოცნება“ ამას აგორებს იმისთვის, რომ თავისი მომხრეების მობილიზება მოახდინოს. ამის იქით აქ არაფერი არ არის. თუ სააკაშვილი საერთოდ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, ეს იქნება შეთანხმებული „ოცნებასთან“. ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე როგორც მელია, ეს ხალხი უნდა იყოს ციხეში. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ესენი დღეს რას ამბობენ. უბრალოდ, „ოცნებას“ დღეს დასჭირდა მაშველი რგოლი, რომ ადამიანები შეაშინოს. ახლა აშინებენ ამით. რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეს ორი ძალა ერთმანეთს ასაზრდოებს. როგორც კი საჭირო ხდება, გამოჩნდება რაღაც აჩრდილი.
არავინ არ არის დღეს, მისი პოლიტიკური რეპუტაცია არის ნული. კარიკატურული ფიგურაა. ერთადერთი მნიშვნელობა, თუ რაიმე აქვს, აქვს „ოცნებისთვის“ და ასე გამოაჩენენ, გამოაძრობენ ხოლმე მაშინ, როდესაც გაუჭირდებათ. ამიტომ ორი ოპცია არსებობს აქ. პირველი, თუ მოხდა სასწაული, მისი ადგილი ციხეშია. თუ ასეთი საოცრება მოხდა, რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს ოცნებასთან შეთანხმებულია. მის გარეშე ეს წარმოუდგენელია და რაც მოხდება ამის შემდგომ, „ოცნება“ რასაც იკადრებს, იგივე, რაც მელიას გაუკეთა – ამნისტია. აგერ, ვნახავთ ყველანი ერთად“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, შეკითხვაზე, რა მოჰყვება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას, გახარიამ თქვა: „არაფერი არ მოყვება. ჯერ ეს ერთი, არ ჩამოვა. ვერ ჩამოვა და მეორე, ვერაფერი მოყვება, რადგან გასამართლებული ადამიანის ადგილი ციხეშია. მერე თუ „ოცნებამ“ გაბედა, ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ თუ გაბედა და საერთოდ ხმა ამოიღო, როგორც უკვე ნელნელა ლაპარაკი ისმის ამნისტიაზე, ამას მოყვება ადამიანების, რიგითი მოქალაქეების უძლიერესი გაბრაზება და მრისხანება“, – განაცხადა გახარიამ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, თავად როგორ მოიქცეოდა, რომ იყოს შს მინისტრი, გახარიამ აღნიშნა: „არ ვიცი. დამნაშავის ადგილი ციხეშია“.