მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სტატისტიკა სხვა რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:
თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა – 85, იმერეთი – 315, ქვემო ქართლი – 94, შიდა ქართლი – 79, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 189, კახეთი – 262, მცხეთა-მთიანეთი – 54, სამცხე-ჯავახეთი – 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1 743 ახალი შემთხვევა.
გარდაიცვალა კიდევ 29 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 2 266 შეადგინა.