,,სასამართლოში ტელეკომპანია “ფორმულას” 51%-იანი წლის დაყადაღებაზე განცხადება უკვე შესულია“, _ ამის შესახებ მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი განცხადებით, ეს არის ზუსტად ის რაც ხდებოდა რუსთავი 2-ში.
“ტელეკომპანია ფორმულაში, რაც ახლა ხდება, არის ჟანრის კლასიკა “ქართული ოცნების” მიერ დანერგილი, ეს არის ზუსტად ის რაც ხდებოდა რუსთავი 2-ში. ზუსტად ის, რის გამოც მაშინ ეს ყველაფერი დაიწყო. ჩვენ მაშინ, უბრალოდ, ელჩებმა და სტრასბურგის სასამართლომ გვიშველა. 51%-იანი წლის დაყადაღებაზე, ჩვენი ინფორმაციით, შესულია სასამართლოში წინასწარი ღონისძიების მოთხოვნით განცხადება, ამას არ სჭირდება სარჩელის წინსწრებით შეტანა”, _ განაცხადა ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სამინისტროს განცხადებით, ისინი თავდაცვის უწყების მიმართ “დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის” ანაზღაურებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსანსა და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლს, დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც კერზერაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, პროკურატურა საწვრთნელ პროექტში 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას ედავებოდა, თუმცა, მას ბრალი ვერ დაუმტკიცდა ვერც საქალაქო და ვერც სააპელაციო სასამართლოში.
[sexy_author_bio]