6 ოქტომბრის დღის პირველ მახევრამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი,_ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
„ტემპერატურა დღეს მთლიანად საქართველოში დაიკლებს. მაღალ მთიან რაიონებში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იქნება +15, +17 გრადუსი. 2 ოქტომბერს გამოიდარებს და 3 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე შესაძლებელია უმეტესად უნალექო ამინდი. 4-5-6 ოქტომბერს მნიშვნელოვანი ნალექია მოსალოდნელი, მაღალ მთაში ისევ თოვლჭყაპი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსის ჩათვლით დაფიქსირდება. 6 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და ცოტა გამოიდარებს“,_ გვითხრა გვაზავამ.
[sexy_author_bio]