საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის საქართველოშია, შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხობს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს, რომ ის იმყოფება ბათუმში.