დღეს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის საქართველოში ჩამოვიდა და კონკრეტულად, ბათუმში იმყოფება.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მასაც ის ინფორმაცია აქვს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ, რაც საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს.
“რატომ გიკვირთ?! ჩატაევი ჩამოვიდა საქართველოში, რომ არ იცოდნენ ისე და მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა მის გაკეთებულ საქართველოში რა გასაკვირია?! _ ამბობს ასკურავა.
“გურია ნიუსის“ კითხვაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთია? _ კახა ასკურავამ გვიპასუხა:
“შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაღალჩინოსნებზე მაქვს საუბარი, საქართველოს დიდი ხანია, არ ჰყავს“, _ გვითხრა კახა ასკურავამ.