დედამიწის უმაღლესი წერტილი 46 წლის ჩინელმა უსინათლო ალპინისტმა, ჩჟანგ ჰონგმა დაიპყრო. ის პირველი უსინათლოა აზიაში და მესამე მსოფლიოში, რომელმაც ევერესტზე ასვლა შეძლო.
სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, ქალაქ ჩუნცინში დაბადებულმა ჰონგმა მხედველობა 21 წლისამ, თვალის ქრონიკული დაავადების, გლაუკომას გამო დაკარგა.
როგორც თავად ამბობს, ის უსინათლო ამერიკელი ალპინისტის, ერიკ ვეიჰენმაიერის მიერ, 2001 წელს, ევერესტის დაპყრობამ შთააგონა და ვარჯიში მეგობრის დახმარებით დაიწყო.
[sexy_author_bio]