,,დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოშია“, _ ამის შესახებ უკრაინის რეფორმების კომიტეტის ექსპერტმა გიორგი ცხაკაიამ ტვპირველთან განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ სააკაშვილი უკრაინაში არ იმყოფება.
,,დაახლოებით, სამი დღის წინ შეკრიბა კოლექტივი, განუცხადა, რომ მიემგზავრება საქართველოში, მადლობა გადაუხადა ხალხს, მათ შორის და ის პროექტები და ის რეფორმები, რომელიც მიდის უკრაინაში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება.
ჩემს ნაცნობებს და მეგობრებს ჰქონდათ მასთან კომუნიკაცია დღეს დილას, ბათუმში. შესაბამისად, დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ ის ნამდვილად საქართველოშია და ასევე, დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში არ არის, _ განაცხადა ცხაკაიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილას სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ის ბათუმში იმყოფება.
[sexy_author_bio]