მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ის უკვე საქართველოშია.
“მე ვფიქრობ, ყველაფრის უნარი დაკარგა ამ საზოგადოების ნაწილმა!
1. მიშა აქ არის და გეტყვით – ის უკრაინაში რომ დააკავეს 24 სთ-იც არ დაჭირდა, რომ შეწყალებისთვის მიემართა პეტრე პოროშენკოსთვის.
2. კაცი რომელიც იბრძვის როგორც ამბობს ქვეყნის გადარჩენისთვის და ა.შ, ის ჩვეულებრი რეისით ჩამოფრინდებოდა, მაგრამ ხომ ვიცით ვისთან გვაქვს საქმე.
3. ჩემმა მეგობარმა ნახა დღეს დილით უკრაინაში. ჭიტა!
p.s. პირწმინდათ მოიგებს პარტია “ქართული ოცნება” და გაგრძელდება ქვეყნის სტაბილური განვითარება!” – წერს ზურა ხაჩიძე ფეისბუქზე.