“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ, მედიასთან განაცხადა, რომ დღეს პროვოკაციებს ელოდებიან, თუმცა ყველა გაფრთხილებულია, რომ არც ერთ პროვოკაციას უხეშად არ დაუპირისპირდნენ.
“დღეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს მშვიდად, ისეთ გარემოში როგორც ეს სჭირდება ქართველ ამომრჩეველს. ქართველმა ამომრჩეველმა მშვიდ გარემოში უნდა გააკეთოს დღეს არჩევანი და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ, რა თქმა უნდა ამის საშუალება მისცეს ამომრჩეველს.
პროვოკაციებს ჩვენ ველოდებით, თუმცა ჩვენ გაფრთხილებული გვყავს ყველა, რომ არავითარი ფორმით არ დაუპირისპირდნენ უხეშად არცერთ პროვოკაციას. ჩვენ გვჭირდება მოთმინება დღევანდელ დღეს და გვჭირდება მშვიდი გარემო ამ არჩევნებისთვის.
დღეს “ქართული ოცნება” მყარად მოიგებს არჩევნებს, ყველაფერი იქნება კარგად,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.