ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 3662 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3403 პაციენტი, გარდაცვლილია 54.
[sexy_author_bio]