გონიო-ანაკლიის აკვატორიაში საზღვაო ექსპედიცია განხორციელდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ზღვის წყლისა და ფსკერული გრუნტის 200-მდე ნიმუში აიღეს.
„კვლევებით განისაზღვრება ზღვის ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პარამეტრები, ასევე, პლანქტონური და ფსკერული ორგანიზმების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები.
კვლევის საფუძველზე, შესაძლებელია ბუნებრივი და ადამიანის ჩარევით გამოწვეული ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ზღვის გარემოში მიმდინარე ეკოლოგიური ცვლილებების დროული გამოვლენა და შეფასება.
აღნიშნული კვლევები მიზნად ისახავს ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივისა (MSFD) და წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს და კონტინენტური შელფის გარემოს მდგომარეობის შეფასებას“,_ ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.