ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, 18:00 სააათისთვის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 47,6%
„ნაციონალური მოძრაობა“ – 27,1%
„საქართველოსთვის“ – 6,8%
„ლელო“ – 2,8%
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ 2,8%;
„ევროპული საქართველო“ – 2,6%;
„ლეიბორისტული პარტია“ – 1,8%;
„პატრიოტთა ალიანსი“- 1,6%;
„მესამე ძალა“ – 1,3%;
„მოქალაქეები“ -1%;
ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ – 0,9%
სხვა – 3,7%
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 43 საარჩევნო სუბიექტი იყო რეგისტრირებული. ამომრჩევლებმა 64 საკრებულოს 2068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერი აირჩიეს.