დასრულდა საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა. სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და სასურველ კანდიდატს ხმა მისცა 24 016- მა მოქალაქემ, რაც საერთო ამომრჩევლის 54 პროცენტია.
უბნებზე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა.
51- ივე უბანზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. სამტრედიაში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სერიოზულ დაპირისპირებას და პროცედურულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ამას 54-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ნანა იმნაძე გვიდასტურებს.
[sexy_author_bio]