“მთავარი არხის” დაკვეთით, Ipsos-გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების საბოლოო, 20:00 საათის შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური ჩაინიშნება.
შედეგები 20:00 საათის მონაცემების მიხედვით, ასეთია:
- კახა კალაძე – 40,5 %
- ნიკა მელია – 39,9 %
- გიორგი გახარია – 8,9 %
- ანა დოლიძე – 4,1 %
- ანა ბიბილაშვილი – 2,5 %
- სხვა კანდიდატები – 4,1%
თბილისის მასშტაბით პარტიული რეიტინგები კი ასეთია:
- ქართული ოცნება – 38,5%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 31,9%
- საქართველოსთვის – 7,7 %
- გირჩი – მეტი თავისუფლება – 4,8 %
- ლელო – 3,7%
- ხალხისთვის – 2,3%
- გირჩი – 2,2%
- მოქალაქეები – 1,3%
- ევროპული საქართველო – 1,0 %
- სხვა პარტიები – 6,6%
IPSOS-მა ეგზიტპოლი შპს “მთავარი არხის” დაკვეთით, 2 ოქტომბერს, პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით, თვითადმინისტრირებული კითხვარით ჩაატარა. შესაძლო ცდომილების ფარგლები. + – 3%.
წყარო: mtavari.tv