ჩოხატაურში 5 საარჩევნო უბნის გადათვლა მიმდინარეობს.
„გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თემურ კუტუბიძემ განუცხადა, რომ ქვაბღის, ხევის, ზემოხეთის და ზომლეთის უბნებს ითვლიან.
უბნების გადათვლა კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით ხდება.
კანონმდებლობის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-6 დღისა, თავისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან გადაითვალოს შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი ხუთი საარჩევნო უბნის შედეგები.
შემთხვევითი წესით შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლა დამატებითი მექანიზმია საარჩევნო უბნის მონაცემების უტყუარობის შესამოწმებლად და, სათანადო წესების დაცვის შემთხვევაში, ხელს შეუწყობს შედეგებისადმი ნდობის ამაღლებას.
„22- ქვაბღას, 34-ხევის, 30-ბუკნარის, 14-ზემოხეთის, 15- ზომლეთის საარჩევნო უბნების გადათვლა მიმდინარეობს.
კანონმდებლობაში მიიღეს ცვლილება, რომ ლოტოტრონის პრინციპით, შემთხვევოთ შერჩეულიყო 5 უბანი და მომხდარიყო ამ უბნების გადათვლა. გუშინ გვქონდა სხდომა. სხდომაზე დოლურაში ჩავყარეთ ნომრები და გადათვლა მოუწია ამ უბნებს“,_ ამბობს კუტუბიძე.
კუტუბიძის თქმით, იმავე სხდომაზე მოხდა მთვლელების გამოვლენა.
[sexy_author_bio]