დღეს რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთიდან აქციაზე დასასწრებად მხარდამჭერები წავიდნენ.
„მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად წავიდნენ როგორც პარტიის წევრები, ისე მოხალისეთა ჯგუფები. მეც მინდოდა წასვლა, მაგრამ საარჩევნო ამბებთან და დავების გამო, რაც ამ 2 დღეში უნდა გადაწყდეს, ვერ წავედი. აქციაზე წავიდნენ ენმ-ს წევრები და ის ადამიანები, რომლებიც არ არიან პარტიის წევრები, მაგრამ ეწინააღმდეგებიან მის პატიმრობას“,_ თქვა ენმ-ს ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ.
[sexy_author_bio]