გერმანიის პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალზე ორმა ქართველმა გაიმარჯვა, _ ამის შესახებ ConcepArt-ის ფეისბუქგვერდზე წერია.
“გილოცავთ! საქართველოს კიდევ ერთი დიდი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე!
გერმანიის პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალზე “Kissinger Sommer” ორმა ქართველმა გიორგი გიგაშვილმა და სანდრო ნებიერიძემ გაიმარჯვეს! გიორგიმ პირველი პრემია და მაყურებლის პრიზი დაიმსახურა, სანდრო კი მეორე პრემიის მფლობელი გახდა.
Giorgi Gigashvili wins Kissinger Piano Olymp 2021!” _ წერია სოციალურ ქსელში.