“ქართული ოცნების” ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე ამირან ქადეიშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“მწუხარებას გამოვთქვამ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ადამიანის და გამორჩეული მსახიობის ამირან ქადეიშვილის გარდაცვალების გამო. მან 30 წელზე მეტი გაატარა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე, ხოლო ქართულ კინოში ჩვენთვის დაუვიწყარი როლები შეასრულა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და საზოგადოებას”, _ წერს სოციალურ ქსელში ავთანდილ თალაკვაძე.
(R)