ხვალ ლანჩხუთში ქალაქის მოსახლეობას წყლის მიწოდება ერთი დღით შეუწყდება, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ წყალმომარაგების კომპანიის ლანჩხუთის წარმომადგენლობაში განუცხადეს.
„ხვალისთვის ირეცხება ორაგვის სათავე ნაგებობა წვიმის შედეგად ჩამონატანი ქვიშა-ღორღიდან და დილის 10 საათიდან დაიკეტება სათავე ნაგებობა.
შესაბამისად, წყალი არ მიეწოდება ლანჩხუთის მოსახლეობას, ამიტომ გთხოვთ წინასწარ მოიმარაგოთ“, _ განმარტავენ კომპანიაში მათივე ინფორმაციით, ქსელი ჩაირთვება ხვალვე, ღამის 12 საათიდან და ზეგისთვის ქალაქში აუცილებლად აღდგება წყლის მიწოდება.
[sexy_author_bio]