“მოგესალმებით ყველას, ეს რთული კვირა იყო და მსურს, რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ. პირველ რიგში, გათიშვა, რამაც ჩვენი ყველა სერვერი გააჩერა იყო ყველაზე უარესი, რაც კი წლების განმავლობაში გვქონია.
ბოლო 24 საათი დავხარჯეთ იმისთვის, რათა განვიხილოთ და მოვამზადოთ ჩვენი სისტემები მსგავსი ჩავარდნის წინააღმდეგ.
გათიშვა ასევე იყო შეხსენება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც ვაკეთებთ ხალხისთვის. მსგავსი გათიშვა არ არის ჩვენი შეშფოთების მიზეზი არა იმიტომ, რომ მომხმარებელი ჩვენ კონკურენტ სერვისებზე გადაერთვნენ ან ის თუ რამდენ ფულს ვკარგავთ, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები ჩვენ სერვისებზე არიან დამოკიდებული თავიანთ ახლობლებთან კომუნიკაციისთვის ან მათი ბიზნესების სამართავად ან მათი ბიზნესის მართვისთვის ან მათი საზოგადოების მხარდაჭერისთვის”, _ წერს ცუკერბერგი.
[sexy_author_bio]