ოთხშაბათს გამოქვეყნებული კვლევების შედეგების მიხედვით, ფაიზერის ორი დოზის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში იმუნიტეტი სუსტდება, თუმცა, გართულებებისა და ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა მაინც ხდება.
კვლევებიდან გამომდინარე, ორჯერადად აცრილმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა დაიცვან რეგულაციები.
კვლევების მიხედვით, ორი დოზის შემდეგ ანტისხეულების დონე „განსაკუთრებით მცირდება 65 წლის ზემოთ ასაკის მამაკაცებსა და დაბალი იმუნინეტის მქონე ადამიანებში“.
გამოკვლევებმა, აგრეთვე, აჩვენეს, რომ იმ ადამიანებში, რომლებმაც აცრის ორი დოზა გაიკეთეს ინფექციის ბუნებრივი გზით გადატანის შემდეგ, იმუნიტეტი უფრო დიდხანს გრძელდება.