1-ელ ოქტომბერს, სანქტ-პეტერბურგში, წმინდა ისააკის საკათედრო ტაძარში სამეფო ჯვრისწერა გაიმართა. რუსეთის ტახტის მემკვიდრე, მთავარი გიორგი რომანოვი იტალიელ რებეკა ბეტარინიზე დაქორწინდა.
გიორგი რომანოვის მეჯვარე საქართველოს სამეფო სახლის მეთაური დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი იყო.
გიორგი რომანოვის მეორე მეჯვარე იყო ბულგარეთის მეფის, სიმეონ მეორეს შვილიშვილი, ტახტის მემკვიდრე პრინცი ბორისი.
ქორწილში 20 ზე მეტი სამეფო ოჯახი იყო მიწვეული. ცერემონიალს 1500 ზე მეტი ადამიანი დაესწრო .
“საუკუნის ქორწილი” ასე უწოდეს რუსეთში, მონარქისტულ წრეებსა და უცხოურ მედიაში რომანოვის ჯვრისწერას, რადგან 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთის საიმპერატორო დინასტიის წარმომადგენელთა პირველი ქორწილია, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ასე გრანდიოზულად აღინიშნა.
[sexy_author_bio]