პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთაველზე ძალიან დიდი აქცია გაიმართება.
„ჩვენ გავაკეთეთ სახალხო მოძრაობა და ძალიან ბევრი ადამიანი დარეგისტრირდა. დარეგისტრირება ერთია და მოსვლა მეორე, ესეც კარგად ვიცით, მაგრამ კარგი ის არის, რომ რაღაცნაირად მოვაბით თავი და ძალიან დიდი აქცია იქნება რუსთაველზე. უმთავრესი არის სააკაშვილის გათავისუფლება, სახელმწიფო მიტაცებულია ფაქტია და სახელმწიფო უნდა დაიბრუნოს ხალხმა, რადგან ხალხია სახელმწიფო. ეს სახალხო მოძრაობა სწორედ ამას ემსახურება. მიხარია, რომ თარიღსაც რამდენიმე საათში ვიტყვი, რომელ საათზე და სად გაიმართება აქცია.
თუ გინდა, რომ მეორე ტური დაიდოს ისე, რომ არ გაგიყალბონ, ზუსტად ამიტომ უნდა გრგვინავდეს რუსთაველი. ყველა ვარიანტში, ეს სააკაშვილს თავისუფლება არის გადაბმული იმ გაყალბების თემასთან, ორივე ვარიანტში რუსთაველი უნდა ზანზარებდეს“, – განაცხადა ჩარკვიანმა “პირველი არხის” ეთერში.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოზე თბილისში ფართომასშტაბიანი აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს.