მაშველებმა ბათუმში სახლის ნანგრევებიდან ამოასვენეს 1 ბავშვის და 2 კაცის ცხედარი. ინფორმაციას ადასტურებენ სამაშველო სამსახურში.
რამდენიმე საათის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან ამოასვენეს 81 წლის ქალის ცხედარი.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა.
ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ადამიანი გადაყვანილია კლინიკაში.
მაშველები უკვე 15 საათია მუშაობენ ადგილზე. წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევებში სულ 3 ბავშვი იყო.