ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბერდია ლომიძის თქმით, არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდა.
“გურია ნიუსსთან“ სატელეფონო საუბრის დროს ის აღნიშნავს, რომ საოლქოში მოხდა ოთხი საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა.
“სოფელ ნატანების 60/40 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლის დროს ოზურგეთის მერობის კანდიდატებს გია ცეცხლაძეს, ავთანდილ თალაკვაძეს და კონსტანტინე შარაშენიძეს თითო-თითო ხმა დაემატათ. ასევე, გადავითვალეთ სოფელ მერიის, მაკვანეთის და ბოხვაურის საარჩევნო უბნების ბათილად ცნობილი ბიულეტენები. აღნიშნული სამივე უბნიდან ყველა ბიულეტენი კარგად კი დათვლილი.“ _ გვითხრა ბერდია ლომიძემ.
ბერდია ლომიძის თქმით, ოზურგეთში არჩევნების პირველი ტური კანონის შესაბამისად ჩატარდა.