ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი 1967 წელს არის აშენებული. ქალაქის ცენტრალური ქუჩაზე მდებარე ამ სახლის პირველ სართულზე, წინა მხარეს, ყველა საცხოვრებელი ბინა, (ოროთახიანები) დიდი ხანია, გადაკეთებული და გაქირავებულია საოფისედ. სარწმუნო ინფორმაცის მოწოდების შემდეგ, ჩვენ დავათვალიერეთ და ვნახეთ, რომ შუა კედელი ყველგან გამონგრეულია.
_არავის ვებრძვით, არც შიშის დანერგვას ვცდილობთ, მაგრამ ამ ლამის ასი წლის სახლს, შესაძლოა, სულ ადვილად დაემუქროს საფრთხე. „გამოშიგნულია“ წინა მხარის ყველა ბინა პირველ სართულზე. საფუძვლიანად თუ დაიწყებთ მოკვლევას, დაგეხმარებით და ერთ-ერთი სადარბაზოს საძირკველში რომ სინკარებია გახსნილი, გაჩვენებთ, – გვითხრეს აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებმა.
აღნიშნულ საოფისე ფართებში მომუშავეებმა (ერთი ქირავდება, დანარჩენი მოქმედია), ვერაფერი გვითხრეს გამონგრეულ კედლებზე. არც არიან ვალდებული, რადგან მათ აქ ფართი დაიქირავეს და ჩვეულებრივად მუშაობენ.
„გურია ნიუსი“ აგრძელებს მუშაობას ამ პრობლემურ თემაზე და მკითხველებს დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით, დიდი საფრთხის შემცველ, როგორც ოზურგეთელებმა უწოდეს, „გამოშიგნულ“ კორპუსებზე.
[sexy_author_bio]