ჩოხატაურში კოვიდინფიცირების შემთხვევებმა იმატა. გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 20 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
„აღინიშნება ინფიცირების შემთხვევების მცირედით მატება. სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით იმატა ინფიცირების შემთხვევებმა. ორი სკოლა გადაყვანილია ონლაინ სწავლებაზე“,_ ამბობს ჯიბუტი.
როგორც ცნობილია, ონლაინ სწავლებაზე სამრევლოს და პირველი საჯარო სკოლები გადავიდნენ.
სულ ჩოხატაურში დაფიქსირებულია ინფიცირების 2911 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2689 პაციენტი, გარდაცვლილია 30.
[sexy_author_bio]