Referendums.ge–ზე მოქალაქეები საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ აწერს ხელს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. დემნა გვასალია, ზურაბ ციკოლია, ნუცა კუხიანიძე, იულონ გაგოშიძე, ბექა გოჩიაშვილი, გია ბუღაძე, ზურა დათუნაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი ის ადამიანები არიან, რომლებმაც ამ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
ამ დროისთვის რეფერენდუმს ხელი მე-3 პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით 27418-მა ადამიანმა მოაწერა. ხელმოწერების საჭირო რაოდენობა კი 30000-ია.
გარდა ამისა, ამავე გვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა, რომლის კითხვა შემდეგში მდგომარეობს: უნდა გათავისუფლდეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან?
ამ კითხვაზე დადებითი პასუხი 34939 გამოკითხულიდან 95,21%-მა გასცა, ხოლო უარყოფითი პასუხი – 4,2%-მა.
[sexy_author_bio]