საქართველო კორონავირუსის მე-5 ტალღა დაწყებულია – სპეციალისტები ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში რეგულაციების გამკაცრებას აანონსებენ.
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა იმუნიზაციის პროცესში აქტიურად არ ჩაერთვება და ამავდროულად არ მოხდება ვითარების კონტროლისთვის საჭირო სპეციფიკური ღონისძიებების დაცვა, დამატებითი შეზღუდვები გარდაუვალი იქნება.
პროფესორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური ექსპერტი მაკა ბულეიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს მასიურად შეიკავონ თავი ხალხმრავალი ღონისძიებებისგან.
“საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობაა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას დაიცვან რეკომენდაციები და თავი შეიკავონ ხალხმრავალი ადგილებისგან. გამორიცხული არ არის გარკვეული რეგულაციების დაწესების საკითხი დადგეს,”– მაკა ბულეიშვილი.