მე სრულად ვარ ჯანმრთელი, ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა, – ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის ფოთის მერობის საერთო კანდიდატი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს და „პისიარ“ ტესტის პასუხს აქვეყნებს.
ამასთან, გიგი უგულავა მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს.
„მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა. ცხადია მე არასდროს არც ჩემს და მითუმეტეს არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ. ამას მათთვის ვამბობ ვინც მართლა შეწუხდა და განიცადა.
წყალწაღებულ ხელისუფლებასთან, რომლებსაც მხოლოდ „გამოჭერა” აინტერესებთ, ხალხის ჯანმრთელობა კი ფეხზე ჰკიდიათ, არაფერი მაქვს სათქმელი.
და ბოლოს, აიცერით ხალხნო. ნუ იქნებით მთავრობის იმედად. აიცერით, რომ კარგად იყოთ თქვენც და თქვენი ახლობლებიც. გისურვებთ ჯანმრთელობას“,- აღნიშნავს უგულავა.