ბრიტანული ტაბლოიდები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი შვილებთან ერთად კენსინგტონის სასახლის დატოვებას აპირებენ.
როგორც არსებული ინფორმაციით ირკვევა სამეფო ოჯახს საცხოვრებლად უინძორის სასახლეში გადასვლა სურს, რათა მის სამეფო უდიდებულესობა, 95 წლის დედოფალ ელიზაბეტთან უფრო ახლოს იყონ.
„ქეითი და უილიამი სერიოზულად განიხილავენ კენსინგტონის სასახლის დატოვებას და უინძორის სასახლეში გადასვლას. ეს ინფორმაცია თვეების განმავლობაში განიხილებოდა დედოფალ ელიზაბეტთან ერთად და როგორც ჩანს მონარქიც თანახმაა“ – განაცხადა სამეფო ოჯახთან დაახლოვებულმა პირმა მედიასთან საუბრისას.
[sexy_author_bio]