მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ფილმის “ფესვების” გადაღებისას პარიზში ყოფნის დროს იხსენებს.
“პარიზში სულ 11 დღით გაგვიშვეს “ფესვების” გადაღებებზე.
ერთი ამბავი ატყდა, გადამღებმა ჯგუფმა უამრავი რაღაც იყიდა, მაშინ აქ არაფერი არ იშოვებოდა და გამგელებულები ვყიდოულობდით ჯინსებს და ათას რამეს. აეროპორტში რომ შევგროვდით გამოსაფრენად გაორმაგებული ბარგი გვქონდა, ერთმანეთს ვაჩვენებდით ვინ რა იყიდა, ლევანი კი იმავე ქურთუკით მოვიდა აეროპორტში რაც თბილისში ეცვა და თავისთვის დაჯდა ჩუმად.
ბოლოს ვკითხე: ლევან ბიჭო, შენ რა მოგაქვს თბილისშითქო?
– ერთი კარგი გოგოს სიყვარული მომაქვს მე , ბიძია გუგულიო”..
აღებული ჰონორარით ლევანმა ფილმში მონაწილე ფრანგი გოგონა რესტორანში დაპატიჟა, რომელიც იმ გმირს თამაშობს, აივნიდან რომ იყურება ლევანი, ბაბუა ქვემოთ ელოდება და ეს გოგონები არ უშვებენ”, _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნიკოლოზ წულუკიძე.