„საყოველთაო აცრა ყველგან, ყველა სოფელში,“ „ სოფელი სოფელს გაეჯიბრება“, „ დავიცვათ ერთმანეთი!“ _ ასეთი მოწოდებით იწყება იმუნიზაციის მარათონი, ვაქცინაციის პროცესი საქართველოს ყველა რეგიონში.
იმუნიზაციის მარათონში ჩაებმება გურიის ორი მუნიციპალიტეტი, ლანჩხუთი და ჩოხატაური.
_რაც შეეხება ოზურგეთს, აქ ჯერ მერის არჩევნებია ჩასატარებელი. ხელმძღვანელობამ ასეთ მარათონში გარკვეული დახმარება უნდა გაუწიოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. ამიტომ იმუნიზაციის მარათონი ოზურგეთში კერ არ დაიწყება და ეს მოხდება არჩევნების შემდეგ, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ.
მისივე თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტურია, პროცესი არჩევნების შემდეგ დაიწყება.
_ეს არ უკავშირდება პოლიტიკას, უბრალოდ, ჯანდაცვის ცენტრი და მერია ამ პროცესში უნდა მოქმედებდნენ კოორდინირებულად, ურთიერთთანადგომით, – გვითხრა მან.
[sexy_author_bio]