ძლიერი წვიმა და უამინდობა ლანჩხუთში ამ დრომდე გრძელდება. სტიქიამ ამჯერად ლესისა და ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულევს შეუტია.
დაზიანებულია გზები, ხიდები. დაიტბორა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. სოფელ ჯურუყვეთში ადიდებულმა მდინარემ კალაპოტიდან გადმოიარა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა.
ამ დროისთვის ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან.
[sexy_author_bio]