ამერიკელი რეპერი Eminem-ი სარესტორნო ბიზნესით დაინტერესდა. მუსიკოსმა მიჩიგანში საკუთარი რესტორანი გახსნა.
რესტორნის სახელწოდებაა „Mom’s spaghetti“. დაწესებულების მენიუშია პასტა და სენდვიჩი მაკარონით.
რესტორნის სახელწოდება რეპერის ტრეკ „Lose yourself“-ს უკავშირდება, რომელიც ავტობიოგრაფიული ფილმის საუნდტრეკი იყო. ამასთან ფანები აცხადებენ, რომ რეპერს რესტორანი თავისი ახალი ალბომის პიარისთვის სჭირდება.
[sexy_author_bio]