დღეში ერთი ან მეტი ჭიქა შავი ყავის მოხმარება გულის უკმარისობის რისკს ამცირებს.
ამ დასკვნამდე ამერიკის გულის ასოციაცია რამდენიმე კვლევის შედეგების შეჯამების შემდეგ მივიდა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის მსმელებს შორის გულის უკმარისობის რისკი 5-დან 12%-მდე ნაკლებია იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც ყავას არ სვამს. თუ ადამიანი დღეში 2 ჭიქა ყავას მიირთმევს, ეს მაჩვენებელი 30%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სარგებელი მხოლოდ შავ, უშაქრო ყავას მოაქვს, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამასთან, გულის უკმარისობის რისკს არც უკოფეინო ყავა ამცირებს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგები მათთვის გასაკვირი აღმოჩნდა.
[sexy_author_bio]