გუშინ, ჩოხატაურში, კორონავირუსით კიდევ ერთი მამაკაცი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 65 წლის მამაკაცია. როგორც “გურია ნიუსთან” გარდაცვლილის ახლობლები საუბრობენ, კორონავირუსის ინფექცია 2 დღის წინ დაუდასტურდა და გართულებული მდგომარეობით ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იყო მოთავსებული.
“წინა დღეს წაიყვანეს ბათუმში, წუხელ კი ჩამოასვენეს. აცრა რომ გაეკეთებინა, ასე არ გაურთულდებოდა და იცოცხლებდა”, _ ამბობენ ისინი “გურია ნიუსთან”.
მათივე თქმით, უბანში, სადაც გარდაცვლილი მამაკაცი ცხოვრობს, ძალიან ბევრი ინფიცირებულია.