კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევების გამო სამტრედიის მუნიციპალიტეტში 5 საბავშვო ბაღი დაიხურა.
ქალაქის მე-6 და მე-7 ბაგა- ბაღები, დაბა კულაშის, სოფლების, ბაშისა და ღანირის სკოლამდელი დაწესებულებები 11 ოქტომბრიდან აღარ ფუნქციონირებენ, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საბავშვო ბაღებში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა როგორც აღმზრდელებში, ასევე აღსაზრდელებში.
რაც შეეხება ქალაქის ყველაზე მაღალკონტიგენტიან საბავშვო ბაღს, მეოთხე ბაგა-ბაღში ორი ჯგუფია წერტილოვნად დახურული.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში 24 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებს, სასწავლო წელი ყველგან 4 ოქტომბერს დაიწყო. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა, ხათუნა გაგუამ ,, გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა, რომ სამტრედიის საბავშვო ბაღებში ზედმიწევნით დაცულია კოვიდ რეგულაციები, ყოველ დღე მიმდინარეობს ოთახების შეწამვლა- დეზინფექცია, თერმოსკრინინგი, ეზოებში გარეშე პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია.
[sexy_author_bio]