მეხუთე ტალღის დასაწყისი პედიატრიულ სექტორსაც შეეხო. ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, კოვიდ განყოფილებაში, ბოლო მონაცემებით, 145 პაციენტი მკურნალობს. მათგან რეანიმაციაში 24 არასრულწლოვანი წევს. 145 ინფიცირებული ბავშვის მშობლებიდან მხოლოდ 8 არის აცრილი.
მიმართვა გაზრდილია მწვავე რესპირატორული ვირუსებითაც, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ე.წ. ტვინდემიური პროცესი დაწყებულია.