თეთრი სახლი მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობის საქმეზე ახალ მასალებს გაასაჯაროებს.
როგორც თეთრი სახლის განცხადებაში წერია, 1992 წელს კონგრესმა საჭიროდ ჩათვალა, გაესაჯაროვებინა ამ საქმეზე ყველა მასალა, თუ ეს ზიანს არ მიაყენებდა დაზვერვის, სამართალდამცავ ან საგარეო პოლიტიკურ ორგანოებს, ამჟამად კი შესაბამისი პროფილური უწყებები ამ მიმართულებით მუშაობენ და დოკუმენტაციას სწავლობენ.
,,კონგრესმა განაცხადა, რომ მთავრობის ყველა ჩანაწერი პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით საბოლოოდ უნდა იყოს გამჟღავნებული, რათა საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული მკველობის ირგვლივ არსებული ისტორით…“ – წერია ჯონ კენედის მკვლელობის ჩანაწერების კოლექციის აქტში,
ჯო ბაიდენმა საქმის მასალების გასაჯაროების წესი დაამტკიცა. ღია წვდომაში შეიქმნება ციფრული ბაზა, სადაც ყველა გასაჯაროებული დოკუმენტი განთავსდება.
ცნობისთვის, ამერიკის ყოფილი პრეზდენტი ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლი ჰარვი ოსვალდი იყო ეჭვმიტანილი, თუმცა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ის დალასის მკვიდრმა, ჯეკ რუბიმ მოკლა. FBI-ის, უორენის კომისიის და წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის დასკვნებით ჯონ კენედი სწორედ ოსვალდმა მოკლა.
აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ქვეყნის მეთაური 1961 წელს გახდა, ის თეთრი სახლის ლიდერი 2 წელი იყო.
[sexy_author_bio]