სუდანში სამხედრო გადატრიალების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
სუდანის საინფორმაციო სამინისტროს განცხადებით, შეიარაღებულმა ძალებმა სუდანის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის 4 წევრი დააკავეს.
როგორც ცნობილია, სამხედრო ძალა შეიჭრა სუდანის სახელმწიფო მაუწყებელშიც, სადაც დააკავეს მუშები.
სამინისტრომ განაცხადა, რომ სუდანის ლიდერი ზეწოლას განიცდის, გამოაქვეყნოს განცხადება “ხელისუფლების გადაცემის მხარდასაჭერად”.
პრო-დემოკრატიული ჯგუფი მოსახლეობას ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებს.
ინფორმაციისთვის, სუდანში სამხედრო გადატრიალება ერთი თვის წინაც სცადეს. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.